თბილისის მერის, კახა კლაძის თქმით, ქართული ოცნება ერთადერთი პოლიტიკური ძალაა, ვინც შეძლო გუნდის განახლება და საზოგადოებას მათთვის საყვარელი ადამიანების შესთავაზა.
"ოპოზიციისა და მათი მხარდამჭერების მხრიდან რა გამოხმაურებებიც არის, ეს მათ რეალურ მდგომარეობაზე მიუთითებს - სად და როგორ იმყოფებიან. ერთადერთი პოლიტიკური ძალა გახლავთ ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო, ვინც შეძლო გუნდის განახლება და საზოგადოებას მათთვის საყვარელი ადამიანები შესთავაზა.
ეს გუნდი მომდევნო ოთხი წელი საქართველოს პარლამენტში იმუშავებს, ჩვენს ქვეყანას მოემსახურება, დაიცავს მოქალაქეების ინტერესებს და ყოველთვის გაატარებს ქართულ ინტერესებს - ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი" - თქვა კალაძემ.
ქართულმა ოცნებამ 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის პარტიის საარჩევნო სიის პირველი ოცეული 10 სექტემბერს წარადგინა.
საარჩევნო სიის პირველი ნომერი ბიძინა ივანიშვილი იქნება, მეორე ნომრად კი ირაკლი კობახიძე დასახელდა.
ქართული ოცნების 2024 წლის საარჩევნო სიას ორი ოლიმპიური ჩემპიონი, ლაშა ტალახაძე და გენო პეტრიაშვილი შეემატა.
- ბიძინა ივანიშვილი
- ირაკლი კობახიძე
- ირაკლი ღარიბაშვილი
- შალვა პაპუაშვილი
- მამუკა მდინარაძე
- თეა წულუკიანი
- ლაშა ტალახაძე
- ვახტანგ თურნავა
- მაკა ბოჭორიშვილი
- გენო პეტრიაშვილი
- სოზარ სუბარი
- მარიამ ქვრივიშვილი
- ანრი ოხანაშვილი
- ნიკოლოზ სამხარაძე
- ეკა ჭიჭინაძე
- შოთა ბერეკაშვილი
- ლევან მახაშვილი
- მიხეილ ყაველაშვილი
- გიორგი გაბუნია
- ლიკა შარტავა





