სამწუხაროდ, საქართველოში რადიკალურ ოპოზიციას მორალი საერთოდ არ გააჩნია. მათ შეუძლიათ ერთ დღეს გმირები საკუთარი წარმოდგენით აქციონ ანტიგმირებად. თუმცა, მათ ეს ნომერი არ გაუვათ. თავდასხმა იმ ადამიანებზე, რომლებმაც, საკუთარი წარმატებით, ამდენი ქართველი გაახარეს, რომლებიც მთელი ცხოვრება იღვწიან იმისთვის, რომ რაც შეიძლება მეტჯერ ააჟღერონ საქართველოს ჰიმნი და საკუთარ საქმეში, საკუთარი შრომით მიაღწიეს უდიდეს წარმატებას, ამ ადამიანებზე განახორციელო ასეთი ზეწოლა, უბრალოდ წარმოუდგენელია. თუმცა, ეს ყველაფერი მეტყველებს მათ მოლარულ სახეზე.
ამ ბიჭებზე არაერთი ადამიანი ცდილობდა ზეწოლას, მაგრამ ესენი არიან მებრძოლები, მათ ყველა მოწინააღმდეგე დაამარცხეს და დარწმუნებული ვარ, რომ ისინი [ლაშა ტალახაძე და გენო პეტრიაშვილი] პოლიტიკაშიც მოწინააღმდეგეებს ისევე ღირსეულად დაამარცხებენ, როგორც ამას სხვადასხვა სპორტულ მოედნებზე ახერხებდნენ.
ბიძინა ივანიშვილის ფაქტორს რაც შეეხება, ეს ადამიანი ქართულ პოლიტიკაში ნამდვილად ძალიან დიდ ავტორიტეტს წარმოადგენს. სწორედ მისი მეშვეობით და უშუალო ხელმძღვანელობით გახდა შესაძლებელი 2012 წელს იმ ავტოკრატიული რეჟიმის დამარცხება, რომელიც ტოტალიტარულისკენ იძვრებოდა, რასაც ნაციონალური მოძრაობის მმართველობა ერქვა. ჩვენთვის არის ძალიან დიდი მხარდაჭერა მისი მონაწილეობა საარჩევნო პროცესებში. მას აქვს მაღალი ნდობა და საზოგადოება მის პიროვნებას უჭერს მხარს. რა თქმა უნდა ის პოლიტიკური პარტია, რომელიც მისი თაოსნობით დაფუძნდა, მოხარულია, რომ სწორედ ივანიშვილი არის სიის სათავეში.