რუსეთ-უკრაინის 2022-26 წლის ომი

DeepState: რუსეთმა კურსკის ოლქში აქტიური სამხედრო მოქმედებები დაიწყო

Russian Defense Ministry Press Service via AP

უკრაინული ჯარისთვის კურსკის ფრონტის მარცხენა ფლანგზე სიტუაცია გაუარესდა. 10 სექტემბერს რუსეთის ჯარმა აქტიური საპასუხო თავდასხმითი ოპერაციები დაიწყო. აგრესორი ქვეყნის ჯარებმა თავდასხმა ჯერ ჯავშანტექნიკის მდინარე სეიმზე, შემდეგ კი უკვე პატარა მდინარეებზე გადმოყვანით დაიწყეს.

ამასთან დაკავშირებით ინფორმაციას ანალიტიკური პროექტი DeepState თავის ტელეგრამზე ავრცელებს.

DeepState-ის პროექტის სპეციალისტებმა ასევე რუსეთის ჯარების ჯავშანტექნიკის კორენევოდან სნაგოსტის ტერიტორიების მიმართულებით მოძრაობა და ამ ტერიტორიაზე აქტიური სამხედრო ოპერაციები დააფიქსირეს.

"[რუსეთმა] კიდევ ერთი იერიში ცოტახნის წინ დაკარგული კორენოვოდან სნაგოსტის მიმართულებით მიიტანა".- წერს DeepState.


უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ვერ შეძლეს შტურმით აეღოთ რაიონული ცენტრი კორენოვო. მეზობლად მდებარე ოლგოვკაში ჩრდილოეთის მიმართულებიდან შეღწევის მცდელობა წარუმატებლად დასრულდა და მოქმედებების დროს დაკარგეს ოლგოვკის ის ნაწილები, რომლებსაც აკონტროლებდნენ. უკრაინელმა სამხედროებმა ვითარება ვერ გააუმჯობესეს დასახლება კაუჩუკის მიმართულებითაც. აქ მათი წინსვლა ჯერ კიდევ ორი კვირის წინ შეაჩერეს.

უკრაინელმა სამხედროებს დიდი მიღწევები ჰქონდათ კორენოვოს სამხრეთით, სადაც მათ შეძლეს სამი სოფლის: სნაგოსტის, ვიშნევკისა და კრასნოოქტიაბრსკოიეს დაკავება. შესაბამისად, უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა მიაღწიეს მდინარე სეიმამდე და კორენოვო სხვა რაიონულ ცენტრს, გლუშკოვოს მოწყვიტეს. გლუშკოვის რაიონში ხიდები უკვე განადგურებულია, თუმცა რუსი სამხედროები, უკრაინელების იერიშიების მიუხედავად, პონტონები, ანუ მოტივტივე ხიდების შენებას, რათა გლუშკოვოსა და უკრაინის საზღვრის მახლობლად მდებარე ტეტკინოში განთავსებული ჯარები მოამარაგონ.

კომენტარები