რამდენი ტიპის სატყუარაც არ უნდა მოიფიქროს ქართულმა ოცნებამ რუსული კანონის საპირწონედ, ხაზი უკვე გავლებულია და ამ ქვეყანაში რეპუტაციის, სანდოობის და კეთილსინდისიერების მქონე ყველა სამოქალაქო ორგანიზაციამ უარი თქვა დარეგისტრირებაზე.
ივანიშვილს განზრახული აქვს სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯზე დააფინანსოს ისეთი ტიპის ორგანიზაციები, რომლებიც შეასრულებენ ამ რუსულ სპეც-ოპერაციაში საკუთარ როლს და ეს არის ერთგვარი დანაშაულებრივი სქემა, სადაც არასამთავრობოებიები (რომლებიც ხელისუფლების დაქვემდებარების ქვეშ არიან) მიიღებენ დაფინანსებას ხელისუფლებისვე საქმეში.





