რეალურად ეს არ არის, ჩემი ინფორმაციით, იმ ტიპის გადაწყვეტილება, რაც თავის დროზე, 2022 წელს იყო მიღებული, ელჩის გაწვევასთან დაკავშირებით. მაშინ გახსოვთ, ეს იყო სუფთად პოლიტიკური გადაწყვეტილება, მაშინ უკრაინის ხელისუფლებამ იმის გამო, რომ ჩვენ არ შევუერთდით სანქციებს და არ გავგზავნეთ მთავრობის ოფიციალური თანხმობით მებრძოლი მოხალისეები უკრაინაში, გაიწვია საქართველოდან ელჩი, ეს იყო პოლიტიკური აქტი.
ამ შემთხვევაში, ჩვენი ინფორმაციით, ეს არ არის პოლიტიკური აქტი. კონკრეტულმა წარმომადგენელმა, თუ არ ვცდები დიპლომატიური სტატუსია აქვს მასაც, შეიძინა საყოფაცხოვრებო ნივთები და ეს ჩაითვალა არაადეკვატურად მიმდინარე ომის ფონზე და ეს გახდა გაწვევის მიზეზი.
ეს არის ის ინფორმაცია, რაც ჩვენ გვაქვს. ანუ განსხვავებით ელჩის გაწვევისგან, ეს არ არის პოლიტიკური აქტი, უკავშირდება კონკრეტული საელჩოს წარმომადგენლის მიერ ისეთი საყოფაცხოვრებო ნივთის შეძენას, რომელიც მას უკრაინის ხელისუფლების მოსაზრებით არ უნდა შეეძინა ომის პირობებში, სარეცხ მანქანებზეა საუბარი.