არჩევნები 2024

გალდავა: ძლიერი საქართველოს წევრებს ქარელში ფიზიკურად დაგვესხნენ თავს

კოალიცია ძლიერი საქართველოს წევრი, ლანა გალდავა სოციალურ ქსელში წერს, რომ მათი გუნდის წევრებს ქარელში თავს დაესხნენ. როგორც ლანა გალდავა წერს, საპატრულო პოლიცია ფაქტზე არ რეაგირებს. 

"ქარელის მერის მოადგილის - ვლადიმერ სულაქველიძის მეუღლე. შეგვიშალა ხელი წინასაარჩევნო კამპანიაში, ასევე ფიზიკურად დაგვესხა თავს კონკრეტულ პირთან ერთად. საპატრულო ეკიპაჟი აქ არის, რომელიც არ რეაგირებს. პირიქით, ერთი მათგანი შეიკეტა მარკეტში დამნაშავესთან ერთად. გარშემო არის უამრავი ვიდეოთვალი და არ ხდება არაფერი, საკითხის გასარკვევად.

ასევე გვაქვს სხვა მტკიცებულებები, მათ შორის, პოლიციის ინდიფერენტულობის და დამნაშავეებთან ერთად მარკეტში ჩაკეტვის" - წერს ლანა გალდავა. 

კომენტარები