Linkin Park-ს ახალი ვოკალისტი ემილი არმსტრონგი ჰყავს. ამერიკულმა როკ ბენდმა სიმღერაზე The Emptiness Machine ვიდეოკლიპი გამოქვეყნა.
Linkin Park-ის ფრონტმენი 1999-2017 წლებში ჩესტერ ბენინგტონი იყო. მომღერალმა სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა. მას შემდეგ ბენდს ვოკალისტი არ ჰყოლია.
არმსტრონგი ამერიკელი მომღერალი, კომპოზიტორი და მუსიკოსია. არის ბენდ Dead Sara-ს დამფუძნებელი და წევრი.
როკ ბენდი ახალ ალბომზე მუშაობს და საკონცერტო ტურის დაწყებას გეგმავს.