Linkin Park

მაიკ შინოდამ LINKIN PARK-ის უცნობი სიმღერის გამოქვეყნებაზე უარი თქვა

Tone Deaf

ამერიკელმა მუსიკოსმა, ჯგუფ Linkin Park-ის ერთ-ერთმა დამფუძნებელმა, მაიკ შინოდამ, ინტერვიუში ბენდის სიმღერაზე ილაპარაკა, რომელიც გარდაცვლილ ფრონტმენთან, ჩესტერ ბენინგტონთან ერთად 2017 წელს არის ჩაწერილი.

კომპოზიციის სახელია Friendly Fire, რომელიც ჯგუფის წევრებმა ჩაწერეს უკანასკნელი ალბომისთვის One More Light, მაგრამ სიმღერა საბოლოო ტრეკ-ლისტში არ მოხვდა.

თაყვანისმცემლებმა შინოდას უცნობი სიმღერის გამოქვეყნება სთხოვეს, რაზეც მუსიკოსისგან უარი მიიღეს. 

"რამდენიმე წელს მოცდა მოგიწევთ". – უპასუხა თაყვანისმცემლებს შინოდამ.

Linkin Park-ის ფრონტმენმა, ჩესტერ ბენინგტონმა, 2017 წელს თავი მოიკლა.

კომენტარები