არჩევნები 2024

ბუზალაძე ოცნებაზე: ვამაყობ, რომ ამ პარტიის ერთგული ვარ

ჩემი მხარდაჭერა ღია არის, ზუსტად 13 წლიდან, იქამდე, სანამ მაყურებელი გამიცნობდა ზოგადად საქართველოში. პირველი პარტიული კონცერტი ჩემთვის იყო მაშინ, როცა ვიყავი 16 წლის და მე ამაყი ვარ ნამდვილად იმით, რომ მე ერთგული ვარ ამ პარტიის. [...]

ის, რომ საქართველომ უნდა იაროს ევროპისკენ და არ უნდა დაკარგოს ღირებულებები და ადამიანები უნდა დავრჩეთ ადამიანებად, ეს, რა თქმა უნდა, ცალსახაა და ამ აზრზე ვარ მე ბავშვობიდან. სწორედ ამიტომ ვუჭერ მხარს ზოგადად ამ კონცერტებსაც და ზუსტად ამიტომ გადავწყვიტე, რომ ჩავიდე მეც ქართულ ოცნებასთან ერთად ყველა რეგიონში, სადაც შემეძლება და მექნება ამის საშუალება და ყველა ადამიანს ეს პირადად ვუთხრა.

უთხრა მომღერალმა ნუცა ბუზალაძემ რუსთავი 2-ს გორში, ქართული ოცნების პარტიულ ღონისძიებაზე.

ბუზალაძე 2024 წელს ევროვიზიის სიმღერის კონკურსზე საქართველოს წარმოადგენდა.

კომენტარები