არჩევანი ასეთი ადვილი როგორც დღეს არის, ჯერ არ ყოფილა.
ან ვირჩევთ სიღატაკეს, სიდუხჭირეს, მე ვიტყოდი შიმშილს 41 ნომერთან ერთად, ან 5 ნომერთან და ჭეშმარიტ ოპოზიციურ პარტიებთან ერთად, გზას, რომელიც ქართველმა ხალხმა აირჩია დასავლეთისკენ და კეთილდღეობას ევროპასთან ერთად, მეტ სამართლიანობას, მეტ თანასწორობას ადამიანებს შორის.
ამიტომ არჩევანი არის ძალიან მარტივი გასაკეთებელი, მით უმეტეს როდესაც შეხედავთ როგორი ქალები დგანან ჩვენს გვერდით.
ქალბატონი თინა დაინახეთ დღეს თქვენ, ქალბატონი თამარი, ქალბატონი სოფო, აი ასეთ ადამიანებს გთავაზობთ ჩვენ და არა ბოდიში და იმ "ნახმარ სახეებს“, რომლებიც აქვთ ქართული ოცნების წარმომადგენლებს.





