რუსეთ-უკრაინის 2022-26 წლის ომი

რუსეთმა პოლტავა დაბომბა, დაღუპულია 41 ადამიანი

უკრაინის ქალაქ პოლტავაში დაბომბილი ინსტიტუტის ნანგრევები
Pravda.ua

რუსეთმა ქალაქ პოლტავის ერთ-ერთ ინსტიტუტზე ბალისტიკური რაკეტებით იერიში მიიტანა. წინასწარი მონაცემებით დაიღუპა 40, ხოლო დაშავდა 180 ადამიანი.

რუსულ დაბომბვას გამოეხმაურა უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი:

"პოლტავაზე რუსული იერიშის ანგარიში მივიღე. ამ დროის მონაცემებით გამოყენებული იყო 2 ბალისტიკური რაკეტა, რომლებიც სასწავლო დაწესებულებას და ახლომდებარე საავადმყოფოს დაეცა. ნაწილობრივ განადგურდა კავშირგაბმულობის ინსტიტუტის ერთ-ერთი შენობა. ადამიანები ნანგრევების ქვეშ მოექცნენ".

ადგილზე მუშაობენ მაშველები. ამ დროისთვის ნანგრევებიდან 25 ცოცხალი ადამიანი ამოიყვანეს.

რუსულ სახელმწიფო მედიებში წერენ, რომ ინსტიტუტის ტერიტორიაზე უკრაინის შეიარაღებული ძალების შტაბი იყო.

კომენტარები