ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრის, ანა წითლიძის თქმით, გუშინ ღამით, დარჩელში, პარტიის შტაბში ქართული ოცნების აქტივისტები მუქარითა და შეურაცხყოფით შევიდნენ.
"ამ წუთას დარჩელის შტაბში ჰქონდათ პროვოკაციის მცდელობა.
ქართული ოცნების მხარდამჭერები შტაბში შემოგვივარდნენ შეურაცხყოფებით.
ერთი-ერთი იყო მამუკა ქორთუშვილი ოცნების აქტივისტი.
პროვოკაციას ხელმძღვანელობდა ოთარ კოდუა, დათო კოდუას მამა, რომელმაც ჩემი შტაბის წევრს უთხრა "დაგკუწავ და ენას ამოგაძრობო". - წერს წითლიძე.
რამდენიმე საათის შემდეგ, წითლიძემ სოციალურ ქსელში სხვა პოსტიც დაწერა, სადაც ამბობდა, რომ დავით კოდუას მამამ, ოთარ კოდუამ პროვოკაციები აქამდეც რამდენჯერმე მოაწყო.
"ჩვენი შტაბის არც ერთი წევრი, არც ერთი აქტივისტი არ მისულა ქართული ოცნების მიერ ორგანიზებულ ღონისძიებაზე პროვოკაციის მოსაწყობად.
ქართული ოცნების არც ერთ შტაბს ჩვენი აქტივისტები არათუ არ გაკარებიან, ბუკლეტების დარიგებისას ვაფრთხილებ, ახლომახლო არც დაარიგონ რომ ნებისმიერი პროვოკაცია თავიდან ავირიდო.
2 თვეზე მეტია ზუგდიდში კამპანია დავიწყეთ და ვმუშაობთ. დათო კოდუას დელეგატად დასახელების შემდეგ მამამისი ოთარ კოდუას მიერ მოწყობილი პროვოკაციები რამდენჯერმე ავირიდე.
მათ შორის, დარჩელის ოფისის გახსნამდე უკადრებელი იკადრეს მაგრამ გავატარე. (ამის მტკიცებულებებს სადამკვირვებლო ორგანიზაციებს გადავცემ).
სამი დღეა დარჩელის შტაბი გაიხსნა და გიჟებს ჰგვანან. მოვარდნები, მუქარები, გინებები და მერე გაქცევები.
იციან რომ პირწმინდად აგებენ ზუგდიდში და სამეგრელოში.
რა არ მინახავს ქოცებისგან ზუგდიდში არჩევნებზე მაგრამ ასეთი სიბანძე რასაც ახლა ოთარ კოდუა კადრულობს მაინც ყველაზე დიდი ფსკერია. სამ კაცს დაალევინა, ჯოხი დააკავა და ოფისში გამოუშვა გოგოების შესაშინებლად.
ირაკლი ჩიქოვანი - შენი კადრია მამას ბიჭი დათო კოდუა, გოიმი ღორჯო, რომელსაც იმის იმედი აქვს რომ მამა ძალადობრივ დაჯგუფებას შეუქმნის, ხალხს დააშინებს და არჩევნებს ამით მოაგებინებს. 26 ოქტომბერს თქვენ დაგასრულებთ ზუგდიდიც და მთელი საქართველოც". - წერს წითლიძე.





