საქართველოს საპატრიარქო

ღუდუშაური მეუფე ნიკოლოზის განცხადებაზე: მცდარი და მიუღებელია

უშეცდომო მარტო მაცხოვარია. ნებისმიერ შემთხვევაში, მცდარი განცხადება, შეიძლება, ამა თუ იმ პირმა გააკეთოს. დიახ, პირდაპირ ვიძახი - მათ შორის, მეუფემაც. მეუფის განცხადება იყო აბსოლუტურად მცდარი და მათ შორის მიუღებელიც [...] შეცდომას აღიარება სჭირდება და ა.შ. რა თქმა უნდა, ეს მეუფის გადასაწყვეტია, მაგრამ მეუფის აზრი და ვარაუდები მცდარია [...] მეუფეებიც მიდიან და მოდიან. ისევე, როგორც პოლიტიკოსები. მაგრამ, დედა ეკლესია დგას და იქნება მარადჟამ. 

თქვა ქართული ოცნების დეპუტატმა, ალუდა ღუდუშაურმა მეუფე ნიკოლოზის განცხადებაზე.

ახალქალაქის, კუმურდოსა და კარის მიტროპოლიტმა, მეუფე ნიკოლოზმა საპატრიარქოში მღვდელმთავრების შეხვედრის დასრულების შემდეგ ქართული ოცნების ინიციატივაზე თქვა, რომ "ორი აზრი არ არის, ეს ვინც არ უნდა დამალოს და ვინც არ უნდა შეფუთოს ეს სხვანაირად, წინასაარჩევნო შემოთავაზებაა". 

კომენტარები