ისრაელის თავდაცვის ძალების ცნობით, რაფაში, ერთ-ერთ გვირაბში, რამდენიმე დღის წინ მოკლული 6 მძევლის ცხედარი აღმოაჩინეს.
მძევლები იყვნენ: 23 წლის ჰერშ გოლდბერგ-პოლინი, 24 წლის ედენ იერუშალმი, 25 წლის ორი დანინო, 32 წლის ალექს ლუბნოვი, 40 წლის კარმელ გატი, 27 წლის ალმონგ სარუსი. 6-ვე მძევალი 2023 წლის 7 ოქტომბერს გაიტაცეს.
კარმელ გატი ბეერის კიბუციდან გაიტაცეს, დანარჩენი 5 ადამიანი მუსიკალურ ფესტივალ Nova-ს სტუმრები იყვნენ.
"პირველადი შეფასებით, ისინი ცოტა ხნით ადრე, ჰამასის ტერორისტებმა მხეცურად მოკლეს. თითოეული მათგანი ჰამასმა 7 ოქტომბერს გაიტაცა". – თქვა IDF-ის სპიკერმა დანიელ ჰაგარიმ.





