არჩევნები 2024

ბუაძე: ოცნების წინააღმდეგ ხმას მისცემს ის ხალხი, ვინც ძალით დაჰყავთ საარჩევნო შეკრებებზე

მიუხედავად იმისა, რომ ქართული ოცნების ყველა შეკრება დაკავშირებული არის ადამიანებზე უდიდეს ზეწოლასთან, ადამიანების მოტყუებასთან, ფულით მოყვანასთან, 26 ოქტომბერს ეს ვერ შეაჩერებს ხელისუფლების ცვლილებას, იმიტომ, რომ რეალური მხარდაჭერა ამ ძალას აღარ გააჩნია. შესაბამისად, როგორც არ უნდა ეცადოს ადამიანის ამ თავშეყრის ადგილებში მოყვანას და რაღაც სიმრავლის და ძალის დემონსტრირებას, ყველა კარგად ხედავს, რომ საზოგადოებისთვის მიუღებელი არის პუტინის რუსეთის დავალებების შემსრულებელი ხელისუფლება. აქედან გამომდინარე, სწორედ ის ხალხი მისცემს ხმას ქართული ოცნების წინააღმდეგ, რომლებიც ძალით დაჰყავთ ამ ღონისძიებებზე. 

ამბობს ძლიერი საქართველოს წევრი, საბა ბუაძე. 

ქართულმა ოცნებამ პარტიის მორიგი წინასაარჩევნო ღონისძიება გუშინ, 31 აგვისტოს ოზურგეთში გამართა. 

კომენტარები