რუსული კანონი

ბესელია მოსამართლეებს: არ მინდა ვინანო, რომ ნდობის მანდატი გამოგიცხადეთ, ჯერი თქვენზეა

მე ჩავთვალე და დავინახე, რომ არ არის არც ერთი სერიოზული, პასუხისმგებლობიანი არგუმენტი, რომელიც დაიცავს ამ კანონს და ამ ვითარებაში, როდესაც ამდენი რამ დევს სასწორის ამ მხარეს, მე უბრალოდ არ მჯერა და არ მაქვს განცდა, რომ სასამართლომ ეს ვერ დაინახა. 

მე მგონია, რომ ყველაფერს კარგად ხედავთ [...] და ახლა ჯერი თქვენზეა. ერთი რამ ვიცი - ბევრი რამ მინახავს ამ ქვეყანაში, ბევრი ტრანსფორმირება გვინახავს. [...] ახლა მე არ მინდა ვინანო ის, რომ ნდობის მანდატი გამოვუცხადე ამ სხდომაზე მყოფ რამდენიმე მოსამართლეს [...] ახლა არჩევანი თქვენზეა და თქვენ გადაწყვიტეთ. ჩვენ ხვალაც იქნება საჭირო თუ ზეგ იქნება საჭირო, გავაგრძელებთ ჩვენი ქვეყნის ინტერესების და სამართლის პრინციპების დაცვას.

ასე მიმართა ეკა ბესელიამ შემაჯამებელი სიტყვით გამოსვლისას რუსული კანონის წინააღმდეგ სარჩელების განსახილველ სხდომაზე საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეებს.

კომენტარები