რუსული კანონი

რაქვიაშვილი სირცხვილიაზე: აუხსნელად არასწორი გადაწყვეტილებაა

აუხსნელად არასწორი გადაწყვეტილებაა, რადგან არავინ ავალდებულებდა, ახლა დარეგისტრირებულიყო, შეეძლოთ, არ გაევლოთ რეგისტრაცია. მერე იუსტიციის სამინისტრო თვითონ აიძულებდა, რომ რეგისტრაცია გაეკეთებინათ და როცა ვიღაც გაიძულებს, გასაგებია, რომ შენ არ გაქვს გამოსავალი და აღმოჩნდებოდა სირცხვილია ამ რეესტრში. არც ჯარიმის გადახდა მოუწევდათ და ყველაზე ცუდ შემთხვევაში, შეიძლება, წინასაარჩევნოდ, ერთი 10 000-ლარიანი ჯარიმა გადაეხადათ, მაგრამ ყოველ შემთხვევაში, მათი პოზიცია თანმიმდევრული იქნებოდა. რატომ მიიღეს ასეთი უცნაური გადაწყვეტილება, არ ვიცი. ყველანაირი ახსნა მომისმენია... მაგრამ ფაქტია, რომ აუხსნელად არასწორი გადაწყვეტილებაა.

გირჩის წევრი სანდრო რაქვიაშვილი სირცხვილიას გადაწყვეტილებაზე, უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელ ორგანიზაციად დარეგისტრირდეს.

კომენტარები