რუსული კანონი

კორძაია: სირცხვილია არ არის მოსარჩელეებში და ერთადერთი პასუხი მაქვს მეც – სირცხვილია

სირცხვილია არ არის მოსარჩელეებში და ერთადერთი პასუხი მაქვს მეც – სირცხვილია...

...ჩვენ ვხედავთ, როგორ იბრძვის საქართველოს პარლამენტის წარმომადგენლობა საკონსტიტუციო სასამართლოში და საქართველოს იუსტიციის სამინისტრო იმისათვის, რომ საქართველო დაადგეს რუსეთის გზას.

ჩვენთვის ძალიან მძიმეა იმის ყურება, როგორ აძლევს საკონსტიტუციო სასამართლოც კი, პროცესუალურად არაუფლებამოსილ პირს უფლებას, გამოხატოს თავისი პოზიცია კანონის დასაშვებობასთან დაკავშირებით, წარმოებასთან, შეჩერებასთან დაკავშირებით და ასე შემდეგ.

ეს ყველაფერი გვაფიქრებინებს, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება, შესაძლოა, არ იყოს იმედისმომცემი, მაგრამ ჩვენ ისევ გავაგრძელებთ ბრძოლას და ჩვენი სპეციალისტი, მოწვეული წარმომადგენელი, მეცნიერულად აუხსნის საქართველოს პარლამენტის წევრებს იმას, რომ უცხო ნამდვილად არის "უცხო“. ასევე იმას, რომ ამ კანონში არის მასტიგმატიზირებელი ტერმინოლოგიები და ამ ტერმინოლოგიით კანონის შემოღებამ, შესაძლოა, შეუქცევადი ზიანი მოიტანოს.

იმედი მაქვს, რომ ამ მეცნიერულ მოსაზრებებს კონსტიტუციური სასამართლო სხდომაზე ყურადღებით მოეკიდება.

საზოგადოებრივი მაუწყებლის ცნობით, ასე გამოეხმაურა ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობის წევრი თამარ კორძაია მოძრაობა სირცხვილიას გადაწყვეტილებას - უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელ ორგანიზაციად დარეგისტრირდეს.

საკონსტიტუციო სასამართლო მესამე დღეა განიხილავს რუსული კანონის წინააღმდეგ პრეზიდენტის, საპარლამენტო ოპოზიციის ნაწილის და 120-ზე მეტი NGO-ს და მედიაორგანიზაციის საკონსტიტუციო სარჩელებს.

კომენტარები