ლარის კურსი

ლარი დოლართან და ევროსთან გამყარდა - 30 აგვისტოს ვაჭრობის შედეგები

ლარი დოლართან 0.09 თეთრით გამყარდა, ხოლო ევროსთან - 0.56 თეთრით. 30 აგვისტოს ვაჭრობის შედეგად, ერთი დოლარის ოფიციალური გაცვლითი კურსი 2.6911 ლარია, ერთი ევროსი - 2.9809 ლარი. 

კომერციულ ბანკებში 1 დოლარი 2.73 ლარი ღირს, 1 ევრო - 3.04 ლარი. რაც შეეხება სავალუტო ჯიხურებს, 1 დოლარის ფასი 2.69 ლარია, ევროსი - 2.99 ლარი.

რუსული კანონის მიღების შემდეგ ეროვნულმა ბანკმა ლარის სტაბილურობისთვის რეზერვებიდან 168 700 000 აშშ დოლარი გაყიდა.

კომენტარები