ძლიერი საქართველო ეხმაურება საჯარო სექტორში შტატგარეშე მოსამსახურეების რეკორდულად გაზრდილი ანაზღაურების საკითხს, რომელიც, რასაკვირველია, არის დაკავშირებული წინასაარჩევნო პერიოდთან. იმის გამო, რომ რუსეთის სამსახურში მყოფი ხელისუფლება ძალიან დიდი ტემპით კარგავს საზოგადოების მხარდაჭერას, ჩვენ ვხედავთ, რომ ქართულმა ოცნებამ გადაწყვიტა საჯარო სექტორი გადააქციოს პარტიული დასაქმების სივრცედ, რომლის საშუალებითაც შეეცდება ხელისუფლების შენარჩუნებას.
შტატგარეშე თანამშრომლების ანაზღაურებამ 261 მილიონი შეადგინა მხოლოდ 2024 წლის 6 თვეში, რაც წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელს 25 მილიონი ლარით აღემატება. მაშინ, როდესაც 2015 წელს შტატგარეშეების ანაზღაურებაზე იხარჯებოდა 150 მილიონი ლარი.
დღეს საქართველოში დასაქმებული ყოველი მე-4 ადამიანი ხელფასს იღებს სახელმწიფო ბიუჯეტიდან, რაც იმას ნიშნავს, რომ კერძო სექტორი, ფაქტობრივად, არის განადგურებული და უმძიმეს მდგომარეობაში.
ჩვენ გვინახავს პარტიული დასაქმების ინსტრუმენტები და ამის საუკეთესო მაგალითი არის 126 ადამიანი, რომლებიც თიანეთის სასაფლაოს მომვლელად დაასაქმეს, 54 ადამიანი, რომლებიც მესტიის აუზების გამწმენდად მუშაობს.
[...] საჯარო მოხელეებს გვინდა ვუთხრათ, რომ ჩვენი კოალიცია ოპოზიციაშიც და ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ, გაცილებით უფრო მეტად დავიცავთ. რაც მთავარია, ჩვენ შევქმნით სამშაო ადგილებს კერძო სექტორში.





