ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში წერს, რომ ბიძინა ივანიშვილი მასთან პატრიარქს, ილია მეორეს ლანძღავდა და მთავარი პრეტენზია იმაზე ჰქონდა, რომ საპატრიარქო ფულს ჰპარავდა. ასევე, სააკაშვილმა თავისი და საქართველოს პატრიარქის ფოტო გამოაქვეყნა, რომელიც მართლმადიდებელ ეკლესიასა და იუსტიციის სამინისტროს შორის 2001 წელს ხელშეკრულების გაფორმებას ასახავს.
"ივანიშვილი, როცა ჩემთან მრავალგზის ლანძღავდა პატრიარქს, ყოველთვის იშველიებდა მის მიერ დიდი ალბათობით გამოგონილ ფაქტს, სამების ჯვრის ორჯერ ყიდვის თაობაზე.
მას ჰქონდა მთავარი პრეტენზია იმაზე, რომ საპატრიარქო მას (ივანიშვილს), ჰპარავდა ფულს.
რა დაპირებაც არ უნდა გასცეს, ახლა "სახელმწიფო რელიგიის" სტატუსის შემოღება სჭირდება და თუ დასცალდა, გამოიყენებს ფულის არამხოლოდ საკონტროლებლად, არამედ ფულის მეშვეობით სამართავად.
საბედნიეროდ, ოქტომბრამდე ცოტა რჩება და შემდეგ საფრთხე იმისა, რომ ოცნებამ საკუთარ პოლიტიკურ საფლავში ჩაიყოლოს ეკლესია, საბოლოოდ მოიხსნება". - წერს სააკაშვილი.
დღეს, 29 აგვისტოს, ეპისკოპოსები საპატრიარქოში მართლმადიდებლობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების განსახილველად კვლავ შეკრიბეს.