ლარის კურსი

ლარი დოლართან და ევროსთან გამყარდა - 29 აგვისტოს ვაჭრობის შედეგები

ლარი დოლართან 0.7 თეთრით გამყარდა, ხოლო ევროსთან - 2.69 თეთრით. 29 აგვისტოს ვაჭრობის შედეგად, ერთი დოლარის ოფიციალური გაცვლითი კურსი 2.692 ლარია, ერთი ევროსი - 2.9865 ლარი. 

კომერციულ ბანკებში 1 დოლარი 2.74 ლარი ღირს, 1 ევრო - 3.05 ლარი. რაც შეეხება სავალუტო ჯიხურებს, 1 დოლარის ფასი 2.70 ლარია, ევროსი - 3 ლარი.

რუსული კანონის მიღების შემდეგ ეროვნულმა ბანკმა ლარის სტაბილურობისთვის რეზერვებიდან 168 700 000 აშშ დოლარი გაყიდა.

კომენტარები