რუსეთ-უკრაინის 2022-26 წლის ომი

ბელგოროდის ოლქში 4 დასახლების ევაკუაცია მიმდინარეობს

УНИАН 

ბელგოროდის ოლქში, 4 საზღვრისპირა დასახლების ევაკუაცია მიმდინარეობს.

განკარგულება 28 აგვისტოს საღამოს ბელგოროდის ოლქის გუბერნატორმა ვიაჩესლავ გლადკოვმა გასცა.

გლადკოვის თქმით, პოროზის, დრონოვკას, სტარი ხუტორისა და პავლოვკას მოსახლეობას დროებით გადაასახლებენ. გარდა ამისა, ჩაიკეტება სოფელ ვიაზოვოესკენ მიმავალი გზა. 

გუბერნატორის თქმით, ოლქის ადმინისტრაციამ გადაწყვეტილება "დაძაბული ოპერატიული მდგომარეობის" გამო მიიღო.

გარდა ამისა, ცნობილი გახდა, რომ რუსეთ-უკრაინის საზღვრიდან 20 კილომეტრის რადიოსში, ბელგოროდის სკოლები დისტანციურ რეჟიმში იმუშავებენ.

კომენტარები