არაოფიციალურ დონეზე იყო გარკვეული კითხვა საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიისთვის, რომ ხომ არ იქნებოდა უკეთესი ეკლესიის ავტორიტეტის ამაღლებისთვის და მისი სტატუსის კიდევ უფრო გაძლიერებისთვის, რომ სახელმწიფო რელიგიად გამოცხადებულიყო მართლმადიდებლობა.
[...] მართლმადიდებელი ეკლესია მიიჩნევს, რომ სახელმწიფო რელიგიად მართლმადიდებლობის გამოცხადება გულისხმობს ურთიერთდაქვემდებარების პროცესს. ეს ეკლესიისთვის მიუღებელია.
[...] რა თქმა უნდა, არის ძალიან ბევრი რისკი. დღეს არსებული ხელისუფლების პირობებში შეიძლება ეს რისკი არ იყოს, მაგრამ, ზოგადად, ეს გულისხმობს გარკვეულ დაქვემდებარებას სახელმწიფოსადმი. საქართველოს ეკლესიას ძალიან კარგად აქვს შესწავლილი ის პრაქტიკა, რაც გულისხმობს სახელმწიფო ეკლესიად გამოცხადებას სახელმწიფოს მიერ - ეს გარკვეულ რისკებს შეიცავს და ამიტომ ეკლესიის ერთმნიშვნელოვანი დამოკიდებულებაა, რომ არსებული სამართლებრივი მოდელი ეკლესიისა და სახელმწიფოს ურთიერთობისა, უნდა შენარჩუნდეს ისე, როგორც არის.
[...] დღეს უაღრესად ჰარმონიული ურთიერთობაა საქართველოს ხელისუფლებასთან, მაგრამ მომავალში როგორ იქნება ეს, ძალიან დიდ რისკებს შეიცავს.





