რუსეთ-უკრაინის 2022-26 წლის ომი

დრონების დარტყმის შემდეგ, როსტოვის ოლქში კიდევ ერთი ნავთობის საცავი იწვის

როსტოვის ოლქში უკრაინული დრონის იერიშის შემდეგ ხანძარი გაჩნდა.

ოლქის გუბერნატორმა, ვასილიი გოლუბევმა თქვა, რომ მოსკოვის დროით, დაახლოებით, ღამის სამ საათზე რეგიონში 4 დრონი ჩამოაგდეს. მას სხვა დეტალები არ დაუზუსტებიამ.

ობიექტი, სადაც ხანძარი გაჩნდა, კამენსკის რაიონში მდებარეობს. ეს "როსრეზერვის" ნავთობბაზა "ატლასია". ტელეგრამ-არხი BAZA-ს ცნობით, იწვის სამი ცისტერნა.

პარალელურად, უკრაინულმა უპილოტო საფრენმა აპატარებმა ვორონეჟის ოლქში, სავარაუდოდ, საბრძოლო მასალების საწყობზე იერიში სცადეს. ოლქის გუბერნატორი აცხადებდა, რომ დრონის თავდასხმის შემდეგ "ფეთქებადსაშიში ობიექტების მახლობლად" ხანძარი გაჩნდა.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროში ირწმუნებიან, რომ გასული ღამის განმავლობაში 12 უკრაინული დრონი ჩამოაგდეს: 8 ვორონეჟის ოლქში, 4 კი როსტოვის ოლქში.

18 აგვისტოს უკრაინამ როსტოვის ოლქში მდებარე კიდევ ერთ ნავთიბის საცავზე მიიტანა იერიში. ამ ობიექტზე ხანძრის ჩაქრობა ერთ კვირაზე მეტია, რაც ვერ ხერხდება.

კომენტარები