რუსეთ-უკრაინის 2022-26 წლის ომი

ზელენსკი: პუტინთან ახლა საუბარს აზრი არ აქვს

პუტინთან არა მხოლოდ კომპრომისებს, არამედ დღეს დიალოგსაც არ აქვს აზრი. მას არ სურს ომის დიპლომატიური გზით დასრულება. ის თითქოს მზად არის დიპლომატიისთვის, ამავდროულად, ჩვენი ტერიტორიის 30% უნდა დავუთმოთ. ვფიქრობ, რომ ჩვენ მას ამ თამაშში ვერ ავყვებით.

ამბობს უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი კონფერენციაზე, სახელწოდებით "უკრაინა 2024. დამოუკიდებლობა". ზელენკსიმ კონფერენციაზე ასევე ახსენა, რომ მას აქვს რუსეთთან ომის დასრულების გეგმა, რომელსაც ის აშშ-ის პრეზიდენტობის კანდიდატებს, დონალდ ტრამპსა და კამალა ჰარისს გადასცემს. 

კომენტარები