არჩევნები 2024

ანტიკორუფციულმა ბიურომ NDI-ს და IRI-ს გაცემული გრანტების გასაჯაროება მოსთხოვა

რაჟდენ კუპრაშვილი

ანტიკორუფციული ბიუროს უფროსმა, რაჟდენ კუპრაშვილმა NDI-ს და IRI-ს მოუწოდა, უზრუნველყონ გაცემული გრანტების გამჭვირვალობა იმის დასამტკიცებლად, რომ დაფინანსებული ღონისძიებები არ გამოიყენება "პოლიტიკური პარტიების მხარდასაჭერად".

"მიმდინარე საარჩევნო პროცესში უმნიშვნელოვანესია საერთაშორისო სადამკვირვებლო ორგანიზაციების საქმიანობა. ამ ეტაპზე მინდა მივმართო ყველა საერთაშორისო ორგანიზაციას, მათ შორის, NDI - ეროვნულ საერთაშორისო ინსტიტუტს და IRI - საერთაშორისო რესპუბლიკურ ინსტიტუტს, რომლებიც უნდა წარმოადგენდნენ ობიექტურ დამკვირვებლებს არჩევნებში. უზრუნველყოფილი იქნას თქვენს მიერ გაცემული გრანტების გამჭვირვალობა იმ მიზნით, რომ დაფინანსებული ღონისძიებები არ იყოს გამოყენებული პოლიტიკური პარტიების მხარდასაჭერად. არჩევნების დამკვირვებელი ორგანიზაციისთვის ნეიტრალურობა და ობიექტურობა გადამწყვეტია". - თქვა კუპრაშვილმა.

კომენტარები