რიკოთის გზის მონაკვეთზე ტრანსპორტის მოძრაობა შეზღუდული იყო ძლიერი წვიმის შედეგად წყლისა და ტალახის გამონატანები გზაზე ჩამოვიდა.
როგორც ტაბულას გზების დეპარტამენტში ეუბნებიან, ტრანსპორტის მოძრაობა რამდენიმე წუთის განმავლობაში იყო შეფერხებული, მუშაობდა სპეც-ტექნიკა. უწყების პრესსამსახურის ცნობით, ამ ეტაპზე გზის სავალი ნაწილი სრულად გაწმენდილია და აღდგენილია მოძრაობა.





