12 წელია გასული და არცერთი დაპირება [შესრულებულა]. თქვენ გემახსოვრებათ, ისევე როგორც მაყურებელს - 100 აგუგუნებული ქარხანა, 100 კი არა, 1 ქარხანა გუგუნებს მარტო დღეს საქართველოში და ესაა მათი ტროლების და ბოტების ქარხანა, სხვა ვერცერთი.
ვერცერთ დიდ ინფრასტრუქტურულ პროექტს ვერ დაასახელებენ, რომელიც ხარისხიანად, ვადაში შეასრულეს და სადაც დასაქმდნენ საქართველოს მოქალაქეები, რომლებსაც ღირსეული ანაზღაურება ჰქონდათ და უსაფრთხო შრომის პირობები. ამიტომ, ეს არის დამარცხებული ძალა და აქეთ, ძლიერი საქართველო აჩვენებს რეალურ ალტერნატივას.





