პირდაპირ ვიტყვი, რომ ეს [პრეტენზიები] არის უსაფუძვლო, რამდენიმე მარტივი მიზეზის გამო. პირველ რიგში უნდა აღინიშნოს, რომ ეს ეხებოდა ტრადიციულ საარჩევნო უბანზე განსახორციელებელ პროცედურებს, მაშინ როცა 2 262 საარჩევნო უბნისთვის, საუბარია მოდერნიზებულ, ელექტრონულ უბნებზე, ასეთი წესი უკვე მოქმედებს და მოქმედებდა წინა არჩევნებზეც...
საერთო ჯამში ამ არჩევნებზე ამომრჩეველს 3 030 უბანი მოემსახურება. აქედან 2 262 არის განახლებული, დანარჩენი - ტრადიციული...
ერთვაროვნებისთვის, პროცესის სრულყოფილად ადმინისტრირებისთვის, მივიღეთ გადაწყვეტილება, რომელიც გასულ წელს არავის არ გაუპროტესტებია, ელექტრონულად სადაც ხორციელდებოდა, ახლა უბრალოდ დაემატა ის რამდენიმე საარჩევნო უბანი, სადაც ტრადიციული წესით ხორციელდება, რომელიც პირიქით უფრო მეტად მობილიზების საშუალებას აძლევს საარჩევნო კომისიებს და უზრუნველყოფილია ერთგვაროვნება...
მეორე არგუმენტი, თითქოს რომელიღაც სხვა უწყებებს აძლევს იდენტიფიცირების შესაძლებლობას, ღიმილისმომგვრელია იქიდან გამომდინარე, რომ შესაბამისი საუბნო საარჩევნო კომისიების დაკომპლექტება ერთი თვით ადრე უკვე დასრულებულია. შესაბამისად, ერთი თვით ადრეა ცნობილი რვავე პროფესიული ნიშნით არჩეული კომისიის წევრის ვინაობა, არათუ ერთი კვირით ადრე.





