საქართველოს პრემიერმინისტრი ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ ნაციონალური მოძრაობის პარტიის აკრძალვის შემდეგ, ლოგიკური გაგრძელება მათი მანდატების აკრძალვაც იქნება.
"მანდატების გაუქმება შეუძლია მარტო საკონსტიტუციო სასამართლოს ჩვენი მოქმედი კონსტიტუციის თანახმად. მე ვფიქრობ, რომ პარტიის აკრძალვის ლოგიკური გაგრძელება იქნება, ბუნებრივია, მანდატების გაუქმებაც. არ შეიძლება დანაშაულებრივი პოლიტიკური ძალის დამნაშავე წევრები სარგებლობდნენ ისეთი სტატუსით, როგორიც არის საქართველოს პარლამენტის წევრობა...
პარლამენტი დარჩება დემოკრატიულად არჩეული, სადაც ქართულ ოცნებას ექნება საკონსტიტუციო უმრავლესობა, ეს არის მნიშვნელოვანი". - ამბობს კობახიძე.
ჟურნალისტის დასმულ კითხვაზე, თუ რა რეაქცია ექნება დასავლეთს საქართველოში ერთპარტიულად დარჩენილ პარლამენტზე და შეუშლის თუ არა ეს ხელს ევროინტეგრაციას, პრემიერი პასუხობს, რომ მოლდოვის პარლამენტის ერთპარტიულობაზე არავინ არაფერს ამბობს და იგივე განმეორდება საქართველოშიც.
"მოლდოვის პარლამენტი დღეს ფაქტობრივად ერთპარტიულია, მაგრამ არავინ არ საუბრობს ამაზე, არაფერი არ ხდება ასეთ დროს, მოლდოვის პარლამენტი არის ფაქტობრივად ერთპარტიული მაგრამ ყველა მიესალმება მოლდოვის პარლამენტს, იგივე მოხდება საქართველოშიც. ერთი და. იგივე სტანდარტი უნდა მოქმედებდეს ყველა კანდიდატ ქვეყანაში, როგორც საქართველოში ისე მოლდოვაში და უკრაინაში". - თქვა კობახიძემ.





