რუსეთ-უკრაინის 2022-26 წლის ომი

უკრაინამ პროლეტარსკის ნავთობსაცავზე, სადაც ცეცხლს ვერ აქრობდნენ, ახალი იერიში მიიტანა

ხანძარი პროლეტარსკის ნავთიბსაცავზე, 19 აგვისტო

უკრაინამ რუსეთში, როსტოვის ოლქში მდებარე პროლეტარსკეს ნავთობბაზაზე კიდევ ერთი იერიში მიიტანა. ნავთობობიექტზე ცეცხლს უკვე რამდენიმე დღეა ვერ აქრობენ.

ტელეგრამ-არხი BAZA წყაროებზე დაყრდნობით წერს, რომ ახალი თავდასხმა დრონების გამოყენებით დაახლოებით მოსკოვის დროით 5 საათზე მოხდა. წინასწარი ინფორმაციით, არავინ დაშავებულა.

ნავთობის საცავში ხანძარი 18 აგვისტოს გაჩნდა. მისი ჩაქრობა ამ დრომდე ვერ ხერხდებოდა. არსებობს ხანძრის გავრცელების საშიშროება.

პარალელურად, რუსეთის თავდაცვის სამინისტროში ირწმუნებიან, რომ ჩამოაგდეს 7 უკრაინული დრონი - 4 ბელგოროდის ოლქში, 3 კი კურსკის ოლქში.

კომენტარები