რუსეთ-უკრაინის 2022-26 წლის ომი

რუსეთში CNN-ის ჟურნალისტის წინააღმდეგ საზღვრის უკანონო გადაკვეთის ბრალდებით საქმე აღძრეს

რუსეთში CNN-ის ჟურნალისტის წინააღმდეგ საზღვრის უკანონო გადაკვეთის ბრალდებით საქმე აღძრეს

რუსეთის უშიშროების ფედერალური სამსახურის (ФСБ) მტკიცებით, CNN-ის ჟურნალისტმა, ნიკ პეიტონ ოუალშმა, კურსკის რეგიონში შესვლისას რუსეთის საზღვარი უკანონოდ გადაკვეთა. უალში გაერთიანებული სამეფოს მოქალაქეა და CNN-ის საერთაშორისო უსაფრთხოების მთავარი კორესპონდენტი. 

ФСБ-ის მიხედვით, მსგავსი ბრალდებით საქმე ასევე აღიძრა ორი უკრაინელი ჟურნალისტის წინააღმდეგ.

CNN-ს აღნიშნულ ბრალდებასთან დაკავშირებით კომენტარი ჯერ არ გაუკეთებია. 

ჟურნალისტები რუსეთის ტერიტორიაზე, კერძოდ, კურსკის ოლქში მიმდინარე უკრაინის სამხედრო ოპერაციის გადასაღებად უკრაინის შეიარაღებულ ძალებს გაყვნენ და ქალაქ სუჯაში უკრაინის ტერიტორიიდან გადავიდნენ. 

რუსეთის უშიშროების სამსახურის განცხადებაში ასევე ნათქვამია, რომ მოსკოვი მალე სამი ჟურნალისტის წინააღმდეგ დაკავების საერთაშორისო ორდენს გასცემს. აღნიშნულ ბრალდებებზე მაქსიმალური სასჯელი 5 წლით პატიმრობას ითვალისწინებს. 

კომენტარები