არჩევნები 2024

გვარამია: ესაა ოცნების საქართველო – ოლიგარქია შუშის ბარიერიდან ელაპარაკება მოსახლეობას

კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ ქართული ოცნება არის შუღლის, დაპირისპირების და ქაოსის პარტია, რომელსაც არაფერი არ აქვს შესათავაზებელი ქართველი ხალხისთვის. ჩვენ, კოალიცია ცვლილებისთვის, არ ვაპირებთ განხილვას რა ილაპარაკა ადამიანმა, რომელიც მოსახლეობასთანაც შუშის ბარიერებს იშენებს და საკუთარ გუნდთანაც, საკუთარ გუნდსაც ელაპარაკება შუშის ბარიერებიდან.

ეს არის ზუსტად ქართული ოცნების საქართველო, როცა ოლიგარქია და უსამართლოდ და უსაფუძვლოდ გამდიდრებულები შუშის ბარიერიდან ელაპარაკებიან მოსახლეობას. 

თქვა ახალის ლიდერმა ნიკა გვარამიამ ქართული ოცნების მცხეთაში გამართულ წინასაარჩევნო ღონისძიებასთან დაკავშირებით. 

21 აგვისტოს ქართულმა ოცნებამ მცხეთაში რეგიონალური ღონისძიება გამართა. ბიძინა ივანიშვილი სიტყვით გამოსვლისას ოცნების სხვა ლიდერებისგან განსხვავებულ ტრიბუნაზე იდგა და მის გარშემო მინის დამცავი ბარიერი იყო დამონტაჟებული. 

კომენტარები