ისრაელის თავდაცვის ძალების ცნობით, ლიბანში ისრაელის სარაკეტო დარტყმის შედეგად მოკლულია პალესტინური პარტიის, ფათაჰის წევრი, ხალილ მაკდაჰი.
ხალილი ფათაჰის მაღალჩინოსნის, მუნირ მაკდაჰის ძმა იყო, რომელსაც ისრაელი ტერორისტულ ორგანიზაცია ჰეზბოლასთან და ირანის ისლამური რევოლუციის გვარდიის კორპუსთან (IRGC) თანამშრომლობაში ადანაშაულებდა.
IDF-ის ცნობით, ძმები მაკდაჰები ლიბანიდან მონაწილეობდნენ დასავლეთ სანაპიროზე არსებული ტერორისტული დაჯგუფებებისთვის ფულისა და იარაღის მიწოდებაში.





