ალენ დელონი

ალენ დელონის დაკრძალვის ცერემონია 24 აგვისტოს მის მამულში გაიმართება

francetvinfo.fr

ალენ დელონის დაკრძალვის ცერემონია 24 აგვისტოს 17:00 საათზე დუშიში მდებარე მის მამულში გაიმართება. ფრანგული მედიის ცნობით, დაკრძალვის ცერემონიას ალენ დელონის სამი შვილი, ანტონი, ანუშკა და ალენ-ფაბიენი, და ორმოცამდე მოწვეული სტუმარი დაესწრება

მსახიობი დუშიში მდებარე მამულში თითქმის 50 წლის განმავლობაში ცხოვრობდა. როგორც ცნობილია, თავად ალენ დელონს არ სურდა საჯარო და სახალხო დაკრძალვის ღონისძიება. დელონს მამულში მდებარე სამლოცველოში დაკრძალავენ, რომელიც მან თავად ააშენა. 

ფრანგული მედიის ინფორმაციით, ღონისძიებაზე მიწვეული არაა ალენ დელონის პარტნიორი ჰირომი როლინი, რომელსაც მსახიობის შვილები ძალადობის და შევიწროების შემთხვევებზე ედავებიან. 

ფრანგული კინოს ლეგენდა ალენ დელონი 88 წლის ასაკში, 18 აგვისტოს გარდაიცვალა.

კომენტარები