ალენ დელონი

პოლიციამ ალენ დელონის სახლიდან 72 ცეცხლსასროლი იარაღი და ტყვია-წამალი ამოიღო

GETTY IMAGES

პოლიციამ 88 წლის ალენ დელონის სახლიდან ჩხრეკისას 72 ცეცხლსასროლი იარაღი და 3000-ზე მეტი ტყვია-წამალი ამოიღო. პოლიციის ცნობით, ალენ დელონს ცეცხლსასროლი იარაღის ფლობის და ტარების უფლება არ აქვს. 

ალენ დელონი ამჟამად სამედიცინო მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფება და მის სახლში ჩხრეკა სასამართლოს ნებართვით ჩატარდა. სახლში ნაპოვნი 72 ცეცხლსასროლი იარაღიდან ნაწილი ფრანგული სისტემით A კატეგორიის - საბრძოლო, ხოლო ნაწილი B კატეგორიის  - სპორტული დანიშნულებისაა. პოლიციამ ასევე დაადასტურა, რომ ალენ დელონის სახლში მოწყობილი სასროლეთი იპოვეს. 

2014 წელს ალენ დელონმა საკუთარი კოლექციიდან ვინჩესტერის ტიპის 76 შაშხანა გაყიდა. პოლიციის ცნობით, გამოძიება დაწყებულია იარაღის უკანონოდ შენახვის მუხლით. ალენ დელონის ერთ-ერთი შვილი, ანუშკა აცხადებს, რომ მან იცოდა ალენ დელონის იარაღებით გატაცების შესახებ, თუმცა არ წარმოედგინა, რომ სახლში ამდენ იარაღს ინახავდა. 

კომენტარები