ალენ დელონი

ვოლოდიმირ ზელენსკიმ ალენ დელონი ორდენით დააჯილდოვა

ვოლოდიმირ ზელენსკი და ალენ დელონი
La Depeche

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ფრანგული კინოს ლეგენდა ალენ დელონი "უკრაინის წინაშე დამსახურებისთვის" ორდენით დააჯილდოვა.

ინფორმაციას სოციალურ ქსელში საფრანგეთში უკრაინის ელჩი ვადიმ ომელჩენკო ავრცელებს. 

"ეს არის უკიდურესად იშვიათი და უპრეცედენტო ჟესტი უცხოელის მიმართ" – ამბობს ომელჩენკო.

როგორც საელჩოში ამბობენ, 88 წლის ვარსკვლავი ომის დაწყების დღიდან უკრაინას საჯაროდ უჭერს მხარს.

2022 წელს მსახიობი მონაწილეობდა ზელენსკისა და ფრანგული მედიის შეხვედრაში. შეხვედრის მსვლელობისას პრეზიდენტმა მხარდაჭერისთვის დელონს მადლობა გადაუხადა:

"მე არასდროს ვყოფილვარ თქვენსავით ბრწყინვალე მსახიობი. ჩემთვის ყოველთვის ავტორიტეტი, დიდი მსახიობი იყავით". 

კომენტარები