ლარი დოლართან 1.93 თეთრით გაუფასურდა, ხოლო ევროსთან - 2.36 თეთრით. 21 აგვისტოს ვაჭრობის შედეგად, ერთი დოლარის ოფიციალური გაცვლითი კურსი 2.7064 ლარია, ერთი ევროსი - 3.0106 ლარი.
კომერციულ ბანკებში 1 დოლარი 2.76 ლარი ღირს, 1 ევრო - 3.08 ლარი. რაც შეეხება სავალუტო ჯიხურებს, 1 დოლარის ფასი 2.72 ლარია, ევროსი - 3.03 ლარი.
რუსული კანონის მიღების შემდეგ ეროვნულმა ბანკმა ლარის სტაბილურობისთვის რეზერვებიდან 168 700 000 აშშ დოლარი გაყიდა.





