მთავარი არხის ჟურნალისტმა, ნათია ტრაპაიძემ ტელეკომპანია რუსთავი 2-ს სასამართლო დავა მოუგო. ამის შესახებ ინფორმაციას არასამთავრობო ორგანიზაცია საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო ავრცელებს, რომელიც ტრაპაიძის უფლებებს იცავდა.
"ჩვენმა იურისტებმა ჟურნალისტ ნათია ტრაპაიძის საქმე თბილისის საქალაქო სასამართლოში წარმატებით დაასრულეს. სასამართლომ რუსთავი 2-ს მისი ყოფილი ჟურნალისტისთვის მიუღებელი ხელფასისა და კომპენსაციის ანაზღაურება დააკისრა". - წერია ორგანიზაციის განცხადებაში.
ნათია ტრაპაიძემ ტელეკომპანია რუსთავი 2 2019 წლის აგვისტოში დატოვა.