არჩევნები 2024

ჩერგოლეიშვილი: ოპოზიციური ამომრჩევლის მოტივაცია უნდა გაიზარდოს, ესაა ერთი გამოწვევა

ამ კვლევით [რამდენიმე ოპოზიციური პარტიის და NGO-ს] რომ დავიწყო, ნეგატიური ამბავი ჩვენთვის ისაა, რომ ქართული ოცნების ამომრჩეველი მოტივირებულია - გადარჩეს, შესაბამისად, უფრო მაღალი მოტივაცია აქვს, რომ არჩევნებზე გავიდეს.

რაც შეეხება ოპოზიციის ამომრჩეველს, ოპოზიციის ამომრჩეველი არის უფრო დაბნეული, ანუ რიცხობრივი უპირატესობა აქვს, სადღაც 65/35-ზე, იმავე კვლევას რომ დავუბრუნდეთ, მაგრამ მოტივაციის თვალსაზრისით, ქართული ოცნების ამომრჩეველი უფრო მოტივირებული იყო და ეს არის პრობლემა და საჭიროა, რაღაც გაკეთდეს.

სწორედ ამიტომ ჩვენ, ფედერალისტებმა 27 სექტემბრისთვის აქცია დავაანონსეთ და გვინდა, რომ აქციისთვის მოვემზადოთ, 27 სექტემბერი სოხუმის დაცემის დღეა და ამ დღესთან დაკავშირებით, გვინდა, რომ ჩვენი ბუჩამდე იყო აფხაზეთის კამპანიის ფარგლებში საზოგადოება შევკრიბოთ და შევახსენოთ, რას ნიშნავს რუსეთის პირისპირ მარტო დარჩენა და ამაზე კამპანიას დავიწყებთ სექტემბერში ანუ ამ 27 სექტემბრის აქციაზე, ანუ საჭიროა, რომ მოტივაცია გაიზარდოს ოპოზიციური ამომრჩევლის და ესაა ერთი გამოწვევა.

და ჩემი აზრით, რამდენიც არ უნდა ვილაპარაკოთ, რომ დარჩენილ ორ თვეში ოპოზიციური სპექტრი შეძლებს ამ მოტივაციის გაზრდას, ტყუილი იქნება, ეს დაგვიანებულია და მე მგონია, რომ ქუჩაში უნდა შეიქმნას პროცესები, გასაგებია, რომ ჩვენ ვერ დავძრავთ ვერანაირ დიდ აქციას, ამას ხალხი თავისით აკეთებს, მაგრამ კერები მაინც უნდა შევქმნათ, სადაც ადამიანები გამოვლენ და მორალური უპირატესობის განცდით დაბრუნდებიან სახლში და ეცოდინებათ, რომ სწორ საქმეს ემსახურებიან და მოტივირებულები იქნებიან, სხვებიც დაარწმუნონ ამ ყველაფერში.

ფედერალისტების ლიდერი თამარ ჩერგოლეიშვილი.

კომენტარები