ამინდის პროგნოზი

21-22 აგვისტოს ჰაერის ტემპერატურა მოიმატებს, რაც ხანძრების ხელშემწყობია - გარემოს სააგენტო

telegraph.co.uk

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 21-22 აგვისტოს საქართველოს ტერიტორიაზე მოსალოდნელია ჰაერის ტემპერატურის მომატება. დასავლეთ საქართველოს დაბლობში ჰაერის ტემპერატურამ შესაძლებელია 37-39 გრადუსს გადააჭარბოს, ხოლო მთიან რაიონებში 35-37 გრადუსს მიაღწიოს.

"აღმოსავლეთ საქართველოში ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა 33-38 გრადუსის ფარგლებშია მოსალოდნელი.

ჰაერის მოსალოდნელი მაღალი ტემპერატურა ტყის ხანძრების ერთ-ერთ ხელშემწყობ პირობას წარმოადგენს. (საფრთხის დონე საშუალო)" - წერს გარემოს სააგენტო.

კომენტარები