იაპონიაში, ჰოკაიდოში ჩიტოსეს ახალი აეროპორტის მაღაზიაში დაკარგული მაკრატლის გამო 36 ფრენა გაუქმდა და 201 გადაიდო.
"ვაცნობიერებთ, რომ ეს მაღაზიაში არასაკმარისი საცავი სივრცისა და სამენეჯმენტო სისტემების გამო მოხდა. ასევე ვაცნობიერებთ, რომ ეს შემთხვევა შეიძლება ტერორიზმთან ან თვითმფრინავის გატაცებასთან ყოფილიყო კავშირში". - განაცხადა აეროპორტმა.
მაკრატელი, რომელსაც აეროპორტის წარმომადგენლები ეძებდნენ, 18 აგვისტოს, დილით დაიკარგა, რის გამოც აეროპორტის შიდა ფრენების ტერმინალი 2 საათით შეჩერდა.
იმ დღესვე, მიუხედავად იმისა, რომ მაკრატელი კვლავ დაკარგული იყო, ფრენები გაგრძელდა, მგზავრებს კი უსაფრთხოების შემოწმების გავლა ხელახლა მოუწიათ, რის გამოც აეროპორტში დიდი რიგი წარმოიქმნა.
მაკრატელი მომდევნო დღეს მაღაზიის თანამშრომელმა იპოვა. როგორც აღმოჩნდა, დაკარგული ნივთი, რომელსაც აეროპორტი ეძებდა, მაღაზიაშივე იყო.
დღემდე, 20 აგვისტომდე, უცნობი იყო, თუ რის გამო შეფერხდა აეროპორტის მუშაობა. როგორც აეროპორტის წარმომადგენლობამ განმარტა, განცხადება არ გაავრცელეს, სანამ არ დაადასტურეს, რომ ნაპოვნი მაკრატელი სწორედ ის იყო, რომელიც დაკარგეს.
სოციალურ ქსელში მომხმარებლებმა დაწერეს, რომ შემთხვევამ აეროპორტისადმი მათი ნდობა გაზარდა.