გერმანია

გერმანიაში მუსიკალურ ფესტივალზე ეშმაკის ბორბალს ცეცხლი გაუჩნდა, არიან დაშავებულები

Picture Alliance/DPA/AP

17 აგვისტოს გერმანიაში, ქალაქ ლაიფციგის მახლობლად, მუსიკალურ ფესტივალზე ეშმაკის ბორბალს ცეცხლი გაუჩნდა, რის შედეგადაც 20-ზე მეტი ადამიანი დაშავდა.

ფესტივალიდან გავრცელებულ ფოტომასალაზე ჩანს, რომ ბორბლის ორ კაბინას ცეცხლი აქვს მოკიდებული.

 საქსონიის პოლიციის ცნობით, ბორბალს ცეცხლი დაახლოებით საღამოს 9 საათის მერე გაუჩნდა, თუმცა დეტალები ჯერჯერობით უცნობია.

ინციდენტის შედეგად, 4 ადამიანმა ძლიერი დამწვრობა მიიღო, დანარჩენები კი ბორბლიდან დაცემის შედეგად მიღებულ დაზიანებები აქვთ.

პოლიციის გამოძიება ამჟამად მიმდინარეობს.

კომენტარები