საბრძოლო მოქმედებები კურსკის ოლქში

უკრაინამ კურსკის ოლქში კიდევ ერთი ხიდი გაანადგურა

განადგურებული ხიდი კურსკის ოლქში
Unian

უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა კურსკის ოლქში, გლუშკოვოს რეგიონში, მდინარე სეიმზე, კიდევ ერთი სამხედრო სტრატეგიული მნიშვნელობის ხიდი გაანადგურა.

სოფელ ზვანნოესთან მდებარე ხიდს რუსეთი ჯარის მომარაგებისთვის იყენებდა.

რუსული პროპაგანდისტული მედია Mash-ის ინფორმაციით ხიდის დასანგრევად უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა HIMARS-ის ტიპის რაკეტა გამოიყენა.

ეს რიგით მეორე ხიდის კურსკის ოლქში რომელიც უკრაინელებმა გაანადგურეს. 16 აგვისტოს იერიშის შედეგად დაინგრა სეიმზე გადებული კიდევ ერთი ხიდი.

გლუშკოვოს უკრაინასთან სულ სამი ხიდი აკავშირებს, ერთი გლუშკოვოში, მეორე ზვანნოესა და მესამე კარიჟში მდებარეობს. 

კომენტარები