არჩევნები 2024

ბესო დონაძე პარტია ახალს შეუერთდა

ევროპული საქართველოს წევრი ბესო დონაძე პარტია ახალს შეუერთდა. ინფორმაციას ნიკა გვარამია ავრცელებს.

"პარტიაში ერთადერთი ჩემი ნათესავი, ჩემი უსაყვარლესი რაჭის, ჩემი უსაყვარლესი თლუღის, ჩემი ბედნიერი ბავშვობის ნაწილი. გონიერი და მებრძოლი ბესიკ დონაძე. გამარჯობა, ახალო" - წერს გვარამია.

ევროპული საქართველოდან ბოკერია-ჩერგოლეიშვილის გუნდის წასვლის შემდეგ, ბესო დონაძემ 7 აგვისტოს ტაბულას უთხრა, რომ პარტიაში რჩებოდა.

ამასთან, 16 აგვისტოს ცნობილი გახდა, რომ ევროპული საქართველო ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობის კოალიციაში შესვლას აპირებს. ენმ-ის პოლიტსაბჭოს თავმჯდომარის, ლევან ბეჟაშვილის თქმით, მოლაპარაკებები მიმდინარეობს და განცხადება დღეს, 17 აგვისტოს გაკეთდება.

კომენტარები