გუშინ შტაბის პრეზენტაცია გვქონდა და ძაან მაგარი ამბავია, რომ დავით გამყრელიძე იქნება ჩვენი შტაბის ხელმძღვანელი, ძაან სუფთა წარსულის კაცი, რომელსაც არც პოლიტიკური ინტერესი აქვს, არც პარლამენტში უნდა, არც მატერიალური ინტერესი აქვს, უბრალოდ მისი სახელმწიფოებრივი და მოქალაქეობრივი ძალისხმევა და პოზიციაა, რომ ამ დიდ საქმეს უხელმძღვანელოს.
ჩვენ ახლა შეთამაშების პროცესში ვართ და გარწმუნებთ, რომ ერთიერთი ყველაზე გამორჩეული კამპანია გვექნება ჩვენ, იმიტომ, რომ ვიცით, ხალხს რაც ველაპარაკოთ და ზუსტად იმას ველაპარაკებით, რაც უნდა გაკეთდეს ამ ქვეყანაში, არა წყალ-წყალა რაღაც წინასაარჩევნო რაღაც სიაფანდური, არამედ მართლა გააზრებული.