ლარი დოლართან 0.25 თეთრით გამყარდა, ხოლო ევროსთან - 0.82 თეთრით გამყარდა. 15 აგვისტოს ვაჭრობის შედეგად, ერთი დოლარის ოფიციალური გაცვლითი კურსი 2.6928 ლარია, ერთი ევროსი - 2.9566 ლარი.
კომერციულ ბანკებში 1 დოლარი 2.73 ლარი ღირს, 1 ევრო - 3.01 ლარი. რაც შეეხება სავალუტო ჯიხურებს, 1 დოლარის ფასი 2.70 ლარია, ევროსი - 2.96 ლარი.
რუსული კანონის მიღების შემდეგ ეროვნულმა ბანკმა ლარის სტაბილურობისთვის რეზერვებიდან 168 700 000 აშშ დოლარი გაყიდა.





