რუსეთი-აზერბაიჯანი

პუტინი 18-19 აგვისტოს აზერბაიჯანს ოფიციალური ვიზიტით ეწვევა

ფოტო: caucasuswatch

16 აგვისტოს კრემლის პრესსამსახურის გავრცელებული ინფორმაციით, რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი 18-19 აგვისტოს აზერბაიჯანს ოფიციალური ვიზიტით ეწვევა.

რუსეთის პრეზიდენტის ოფიციალური ვებგვერდის ინფორმაციით, მოლაპარაკებებზე სახელმწიფოს მეთაურები განიხილავენ მოსკოვსა და ბაქოს შორის დიპლომატიური ურთიერთობების სამომავლო განვითარებას, სტრატეგიულ პარტნიორობასა და ყველაზე აქტუალურ საერთაშორისო და რეგიონულ პრობლემებს. ვიზიტის შედეგების მიხედვით ხელი მოეწერება სამთავრობათაშორისო შეთანხმებებსა და საბუთებს.

აპრილში აზერბაიჯანის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი ვლადიმერ პუტინთან მოლაპარაკებების მიზნით მოსკოვს ეწვია. მოლაპარაკებების დროს ლიდერებმა ორმხრივი ურთიერთობების განვითარება და რეგიონულ პრობლემები განიხილეს.

კომენტარები