ფედერალისტები

ფედერალისტები - ბოკერიას და ჩერგოლეიშვილის გუნდმა ახალი პარტია წარადგინა

ევროპული საქართველოდან წასულმა პოლიტიკოსებმა პარტია - ფედერალისტები წარადგინეს. გიგა ბოკერიას და თამარ ჩერგოლეიშვილის გუნდი ახალი პარტიის პრეზენტაციას ამ წუთებში, სასტუმრო ჰილტონში მართავენ.

"რატომ ფედერალისტები? ახლახან ზუგდიდში ორი ბაშვი დაიწვა, ერთდღიანი ფეისბუქ-მოთქმა ვნახეთ ჩვენ და ახასიათებს სათნოების სიგნალირება სოციალურ მედიას, რომ რაღაც დიდი უბედურება მოხდება, ყველას თავისი რეცეპტი აქვს, ერთი დღე ხალხი ინერვიულებდ ა მერე ისევ დიდი უბედურება ხდება.

ამ ყველაფერზე ერთი პასუხი არსებობს სინამდვილეში:

ბუნებრივია, ტრაგედიებს თავიდან ვერ ავიცილებთ, ტრაგედიები ყოველთვის მოხდება, მაგრამ იმისთვის, რომ ადამიანის სიცოცხლეს ფასი მიეცეს, იმისთვის, რომ ადამიანებმა შეძლონ თავიანთი სოცოცხლის უფლების, თავისუფლების, ბედნიერების სწრაფვის უფლების რეალიზაცია, ამისთვის საჭიროა, ეს თავკომბალა ცენტრალიზებული სახელმწიფო დაიშალოს და აეწყოს ახალი სახელმწიფო, ახალი რესპუბლიკა, რომელიც დაფუძნებული იქნება ძლიერ მოქალაქეებზე, ძლიერ ადამიანებზე, ამას ემსახურებოდა ჩვენი პრაიმერიზიც, რამაც ძველ ტიკებში ახალი ღვინის ჩასხმის ეფექტი გამოიწვია და ზუსტად იმიტომ, რომ ამ სისტემამ იმუშავა, თქვენ ამ სისტემის შედეგად გაგიცანით, რადგან ამომრჩევლის გაძლიერებაზე ვორიენტირდით წინა პარტიაში - ასე გაგიცანით, ასე მოგიპოვეთ და დარწმუნებული ვარ, თუ თქვენი ნდობის შენარჩუნება შევძელით, ეს ნდობა მოედება და ვირუსული გახდება.

ეს არის სწორი სისტემა, როგორც უნდა ვიმუშაოთ. სწორედ ამიტომ ფედერალიზმი, რადგან ფედერალიზმი არ არის მხოლოდ სახელმწიფო მოწყობა, ფედერალიზმი არის ის სისტემა, რომელიც წარმოქმნის ძალის ისეთ გაწონასწორებას და შეკავებას, სადაც ადამიანის სიცოცხლეს, მის უნარებს, მის შესაძლებლობებს განსაკუთრებული ფასი ედება და ეს არის, რაც მთავარია, ჩვენთვის ძალიან ბუნებრივი.

თქვენ აქ გენერალ გიორგი კვინიტაძის სიტყვები მოისმინეთ, ფედერალისტურ პარტიებს საქართვბელოში ხანგრძლვიი ისტორია აქვთ, გიგა და ლევან რამიშვილი, რომლებიც დღეს ამ ახალი ფედერალისტური პარტიის წევრები ხდებიან, მათი პირველი პარტიაც ნაწილობრივ ფედერალისტური იყო, ირაკლი შენგელაიას პარტია" - თქვა თამარ ჩერგოლეიშვილმა.

ფედერალისტების ერთერთი ლიდერმა აღნიშნა, რომ კითხვაზე პასუხს, რა ფორმით მიიღებენ არჩევნებში მონაწილეობას, სექტემბერში გასცემენ.

"უბრალოდ, გვინდა, დაგარწმუნოთ, რომ თუ თქვენი ნდობა გვაქვს, მინდა, ეს ერთი თვეც გთხოვოთ ნდობა და დაგარწმუნოთ, რომ ვიუმოქმედებთ პირველ რიგში თქვენი ინტერესებიდან გამომდინარე და შემდეგ, ბუნებრივია, ქვეყნის ეროვნული ინტერესებიდან გამომდინარე, რაც გულისხმობს აუცილებლად რუსული რეჟიმის შეცვლას და ასე მივიღებთ გადაწყვეტილებას.

ვიცით, რომ დისკომფორტიც არის თქვენთვის ჩვენ მიერ არჩევნების გამოტოვება, ამიტომ ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ეს საჭირო არ გახდეს, თქვენს ინტერესებს საუკეთესოდ მოვემსახუროთ და თქვენი ხმა ისმოდეს, რაც მთავარია" - თქვა ჩერგოლეიშვილმა.

კომენტარები